Thumbnail

'ამ თვეებში ფეხბურთი გამორიცხულია' - უეფას ვირუსოლოგი სეზონის გაუქმებას ითხოვს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

შოტლანდიური Sun-ის ინფორმაციით, უეფამ ვირუსოლოგი დაიქირავა, რომელმაც ორგანიზაციას სეზონის გაუქმება ურჩია.

მარკ ვან რანსტი მსოფლიოში აღიარებული ვირუსოლოგი და ეპიდემოლოგია, სწორედ ის დაიქირივა ევროპული ფეხბურთის ორგანიზაციამ. უეფა პრინციპული წინააღმდეგია, რომ საფეხბურთო სეზონი გაუქმდეს, თუმცა ზოგიერთი ფედერაცია მას არ ეთანხმება. 15 აპრილს ბელგიაში საბოლოოდ გადაწყდება, გამოცხადდება დასრულებულად ჟუპილერ ლიგა თუ არა. 

თუ უეფა ვან რანსტის რჩევებს დაუჯერებს, ეს სეზონი დაკარგულია: "უეფას ვურჩიე, რომ ფეხბურთის თამაში უახლოეს თვეებში არარეალურია. ვფიქრობ, დამაჯერებელი ვიყავი და მათაც გაიაზრეს რეალობა. 

ბელგიური კლუბების კარგად მესმის, გუნდს 3-4 კვირა მაინც სჭირდება სეზონის განახლებისთვის. ამ სეზონის ვადებში კი თამაში გამორიცხულია. უეფას ვუთხარი, რომ ბელგიელებს ტყუილად აბრალებენ არასოლიდარულ საქციელს. 

ფეხბურთის თამაში ცარიელი ტრიბუნების წინ ასევე არ არის გამოსავალი, კარგად ვნახეთ, რას აკეთებენ ამ შემთხვევაში ფანები, ისინი სტადიონთან იკრიბებიან". 

კორონავირუსის ინფექციამ გასული წლის მიწურულს, ჩინეთში იფეთქა, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 1,7 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული. დაავადებამ 100 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 370 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები