Thumbnail

NHL-ის 25 წლის ვარსკვლავი ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ედმონტონ ოილერსის ჰოკეისტი კოლბი ქეივი გარდაიცვალა
  • 25 წლის სპორტსმენის სიკვდილის მიზეზი ტვინში სისხლის ჩაქცევაა

NHL-ის 25 წლის ვარსკვლავი კოლბი ქეივი ტვინში სისხლის ჩაქცევისგან გარდაიცვალა. ედმონტონ ოილერსის ჰოკეისტი სამშაბათიდან ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა.

ოილერსმა ტორონტოს კლინიკაში კომაში მყოფი ქეივის გარდაცვალება დაადასტურა: "კოლბი ჩვენთვის და ჰოკეის ოჯახისთვის ძალზე საყვარელი პიროვნება იყო. მადლობა ყველას მასზე ლოცვისთვის ამ მძიმე დროში", - წერია განცხადებაში.

კოლბი ქეივის აგენტის, ჯეისონ დევიდსონის ინფორმაციით, ჰოკეისტის სიკვდილი არანაირ კავშირში არ არის კორონავირუსთან. 

ამ სეზონში ჰოკეისტმა ოილერსის შემადგენლობაში 11-ჯერ ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. მან ასევე AHL-ის კონდორსის შემადგენლობაში ითამაშა (44 მატჩი, 11 გოლი, 23 ქულა). 

კომენტარები

ბოლო ამბები