Thumbnail

კრიშტიანო რონალდო გარეთ ვარჯიშობს - არღვევს თუ არა ვარსკვლავი წესებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ტურინის იუვენტუსის პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს მშობლიურ მადეირაზე იმყოფება, კარანტინის წესების უგულვებელყოფაში დაადანაშაულეს. ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ ვარჯიშობს 35 წლის თავდამსხმელი მადეირის ერთ-ერთ სტადიონზე.

შეგახსენებთ, რომ იუვენტუსის ფორვარდი სამშობლოში მარტის დასაწყისში, დედის ავადმყოფობის გამო გაემგზავრა, მაგრამ ტურინში აღარ დაბრუნებულა, რადგან მის თანაგუნდელ დანიელ რუგანის კორონავირუსი გამოუვლინდა და თავდამსხელმაც პორტუგალიის კუნძულზე, ოჯახის წევრების გარემოცვაში დარჩენა ამჯობინა. 

იუვენტუსის ვარსკვლავი მადეირაზე, თავისი ოჯახის წევრების გარემოცვაშია

კუნძულ მადეირის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა პედრო რამოსმა ჟურნალისტებთან ფეხბურთელის საქციელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიშტიანოს წესები არ დაურღვევია.
 
"ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დატოვოს სახლი, თუკი უსაფრთხო დისტანცირების წესს დაიცავს. როგორც ფოტოებიდან ჩანს, სწორედ ამას აკეთებს რონალდო.

რონალდოს არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს სპეციალური ნებართვა ვარჯიშისთვის. მას ისევე აქვს თვითიზოლაციაზე უარის თქმისა და ვარჯიშის უფლება, როგორც სხვებს. პრივილეგია არავის აქვს. 

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი სხვებს მაგალითს უნდა აძლევდეს, თუმცა მგონია, რომ ამჯერად რონალდომ ვარჯიშს ცოტაოდენი დრო დაუთმო და ამით ზიანი არავისთვის მიუყენებია".

მანამდე რონალდო, ცოლ-შვილთან ერთად ქუჩაში სეირნობის გამო გააკრიტიკეს 

კორონავირუსის ინფექციამ გასლი წლის მიწურულს, ჩინეთში იფეთქა, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 1,7 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული. დაავადებამ 100 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 370 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები