Thumbnail
  • NBA-ში პაუზაა, ინდიანას 20 წლის ცენტრი კი ქართული ენის გაკვეთილებს ატარებს
  • გოგა ბითაძის ვიდეოგაკვეთილი ინდიანა პეისერსის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა

ინდიანა პეისერსის კალათბურთელი გოგა ბითაძე ამერიკელებს ქართულ ენას ასწავლის. ინდიანას ოფიციალურმა საიტმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც 20 წლის ქართველი ცენტრი რამდენიმე მარტივ წინადადებას ქართულად თარგმნის.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში პაუზაა გამოცხადებული.  გოგას გუნდს 65 მატჩში 39 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეხუთე-მეექვსე ადგილებს ფილადელფიასთან იყოფს. 

ბითაძემ 2019/20 წლების სეზონში ლიგის 49 მატჩში ითამაშა. გოგა საშუალოდ მოედანზე 8.4 წუთს ატარებდა და 3.1 ქულას და 2 მოხსნას აგროვებდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები