Thumbnail

'ზიდანს ორი წელი ხმას არ ვცემდი' - ვილი სანიოლმა იტალიასთან ფინალი გაიხსენა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა 2006 წლის მუნდიალის ფინალი გაიხსენა
  • იტალიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ ზინედინ ზიდანმა გასახდელში ბოდიში მოიხადა

საფრენგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ვილი სანიოლმა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა გაიხსენა, რომელშიც მისი გუნდი იტალიის ნაკრებთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში გამართული მუნდიალის გადამწყვეტი მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. 109-ე წუთზე საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა ზინედინ ზიდანმა ნერვები ვერ მოთოკა და თავი იტალიელთა მცველ მარკო მატერაცის მკერდში ჩაარტყა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს. პენალტების სერიაში გამარჯვება კი “სკუადრა აძურას” დარჩა (5:3).

მარკო მატერაცისა და ზინედინ ზიდანის დუელი ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე

"თამაშის შემდეგ, გასახდელში, ზინედინ ზიდანმა ბოდიში მოიხადა. მაგრამ მე მისი ბოდიში არ მივიღე და არც მასთან საუბარი მსურდა. ეს არ იყო შესაფერისი დრო ბოდიშისთვის, რადგან ჩვენ ყველა ძალიან დაღონებული ვიყავით. 

ტუალეტში გავედი და 10 წუთში 250 სიგარეტი მოვწიე. მას შემდეგ ზიდანს ორი წლის განმავლობაში ხმას არ ვცემდი. 2008 წელს ქორწილი მქონდა და ჩემმა ცოლმა მთხოვა, რომ ისიც მომეწვია. დავურეკე, ერთად ვისადილეთ. კარგი საუბარი გამოგვივიდა", - ყვება სანიოლი.

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, ვილი სანოილმა მწვრთნელობა დაიწყო. ის მუშაობდა საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებსა და მიუნხენის ბაიერნში, იყო ბორდოს მთავარი მწვრთნელი.

კომენტარები

ბოლო ამბები