Thumbnail

იუვენტუსის მეკარემ გოლი შვილსაც არ გაატანინა - პატარა ბიჭის ემოციები

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტურინის იუვენტუსის პოლონელი მეკარე კარანტინის პერიოდში შინ ვარჯიშობს
  • 29 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ვარჯიშის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა

ტურინის იუვენტუსის პოლონელმა მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ერთობა ის თავის პატარა ბიჭუნასთან. 

ვიდეორგოლში ბავშვი ბურთს ორჯერ ურტყამს და ემოციურად რეაგირებს მამის სეივებზე.

"შინ ვარჯიში შეიძლება ძალიან მხიარული გამოვიდეს", - დაწერა 29 წლის მეკარემ.

ვოიცეხ შჩესნიმ იუვენტუსის კარი 2019/20 წლების სეზონში სერია A-ს 19 მატჩში დაიცვა და 17 გოლი გაუშვა, 8 მატჩში კი კარი მშრალად შეინახა. 

ტურინელთა 29 წლის მეკარე კარანტინს შინ ოჯახთან ერთად ატარებს

იტალიური სერია А ევროპის პირველი ტოპჩემპიონატი იყო, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეაჩერეს. ამ დროისთვის ქვეყანაში 140 ათასზე მეტი ინფიცირებულია და მკაცრი კარანტინია დაწესებული. რიგითი მოქალაქეების მსგავსად, თავ-თავიანთ ოჯახებში არიან იზოლირებულნი ფეხბურთელებიც.

პაუზის გამოცხადებამდე იტალიის ჩემპიოანტში 26 ტური იყო ჩატარებული. სატურნირო ცხრილის სათავეში ტურინის იუვენტუსია (63 ქულა), რომელიც ერთი ქულით უსწრებს რომის ლაციოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები