Thumbnail

'შავბნელი დღე ფეხბურთის ისტორიაში' - მალაგა გამოძიებას 7 წლის შემდეგაც ითხოვს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მალაგას პრეზიდენტი 2012/13 წლების ჩემპიონთა ლიგის მატჩის გამოძებას ითხოვს 
  • 1/4-ფინალურ მატჩში დორტმუნდმა შინ ესპანელებს კომპენსირებულ დროში მოუგო
  • 9 აპრილს გამართული ის მატჩი ერთ-ერთი ყველაზე დრამატულია ლიგის ისტორიაში

საფეხბურთო კლუბ მალაგას პრეზიდენტმა აბდულა ბინ ნასერ ალ-ტანიმ საერთაშორისო გამოძიების ჩატარება მოითხოვა ჩემპიონთა ლიგაში 7 წლის წინ ჩატარებულ შეხვედრაზე, რომელშიც ერთმანეთს მალაგა და დორტმუნდის ბორუსია დაუპირისპირდნენ.

2013 წლის 9 აპრილს, "სიგნალ იდუნა პარკზე" გამართულ ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალურ მატჩში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 3:2. მომდევნო ეტაპზეც სწორედ დორტმუნდი გავიდა. ესპანური კლუბის ხელმძღვანელობამ არბიტრთა ბრიგადა, შოტლანდიელი კრეიგ ტომპსონის მეთაურობით, მაშინვე დაადანაშაულა არაობიექტურობაში.

"ყველამ იცის, რა დაემართა მალაგას. ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას - ღიად და სუფთად. ჩვენ სამართალს ვითხოვთ. პატივი ეცით მალაგას. 2013 წლის 9 აპრილი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შავბნელი დღეა", - დაწერა ალ-ტანიმ სოციალურ ქსელში.

2012/13 წლების ჩემიონთა ლიგის ¼-ფინალის პირველ შეხვედრაში მალაგამ შინ დორტმუნდთან ფრედ 0:0 ითამაშა, სტუმრად გამართულ მატჩში კი ორჯერ შეძლო ანგარიშში წინ გასვლა, მაგრამ არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ორი გოლი გაუშვა. 91-ე წუთზე მარკო როისმა გაიტანა, 93-ზე კი - ფელიპე სანტანამ. 

კომენტარები

ბოლო ამბები