Thumbnail
  • კარლო ანჩელოტი იტალიის ნაკრების გაწვრთნით დაინტერესდა.
  • იტალიური მედიის ინფორმაციით, ის პირველი კანდიდატი აღარ არის.

როგორც კი იტალიის ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა, მაშინვე დაიწყო საუბრები იმის შესახებ, რომ “სკუადრა აძურას” დამრიგებლის პოსტზე უმთავრესი ფავორიტი კარლო ანჩელოტი იყო, მაგრამ შემოდგომაზე ბაიერნიდან გათავისუფლებული 58 წლის სპეციალისტი კონკრეტულს არაფერს ამბობდა. მეტიც: იტალიურ სპორტულ მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ კარლო “აძურიში” მუშაობით დაინტერესებული არ იყო.

როგორც ჩანს, ანჩელოტი სხვა წინადადებებს ელოდა და თუ ასეა, გამოდის, რომ მას რომელიმე ტოპ-კლუბიდან სარფიანი შეთავაზება არ მიუღია, რადგან იტალიურ პრესაში ახლა იმაზე იწერება, რომ კარლო ნაკრების ჩაბარებაზე სერიოზულად დაფიქრდა.

“დიახ, შესაძლებელია, რომ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავხდე,” - უთქვამს ანჩელოტის ანჩელოტის. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. თუმცა ჩვენი იტალიელი კოლეგები იმასაც წერენ, რომ კარლოს ძველებურად კლუბში მუშაობა ურჩევნია.

ამასობაში, ანჩელოტი იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი არჩევანი აღარ არის. თებერვლის ბოლოს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის კომისრად დანიშნულმა ალესანდრო კოსტაკურტამ განაცხადა, რომ ნაკრებში ყველაზე მეტად ანტონიო კონტეს ხილვა სურს. თუმცა, კოსტაკურტამ მაშინ ისიც თქვა, რომ ანჩელოტი “სკუადრა აძურას” გაწვრთნით დაინტერესებული არ იყო.

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფავორიტი ანტონიო კონტეა

ამჟამად მუნდიალს მიღმა დარჩენილი იტალიის ეროვნული გუნდის თავკაცის მოვალეობებს ლუიჯი დი ბიაჯო ასრულებს, რომელიც დროებითი მწვრთნელია. დი ბიაჯო მაქსიმუმ მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე იმუშავებს, მერე კი იტალიამ ახალი მთავარი მწვრთნელი უნდა წარადგინოს. ანტონიო კონტესთან ერთად, რობერტო მანჩინისა და კლაუდიო რანიერის კანდიდატურებიც განიხილება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად არ ითამაშებს მუნდიალზე. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონობიდან 11 წლის შემდეგ, “სკუადრა აძურამ” საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა - პლეი ოფში შვედეთის ნაკრებთან დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები