Thumbnail

ინფანტინო: ადამიანის სიცოცხლის ფასად არცერთი მატჩი, ტურნირი თუ ლიგა ღირს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ საფეხბურთო პირველობების გასანახლებლად აჩქარება არ ღირს მანამდე, სანამ კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილი ვითარება უსაფრთხო საბოლოოდ არ გახდება.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო მსოფლიოში პრაქტიკულად ყველა საფეხბურთო ტურნირი შეჩერებული ან გადადებულია. ევროპაში ასეთი გამონაკლისი ბელარუსის ჩემპიონატია, სადაც ჯერ კიდევ თამაშობენ.

ბელარუსში ახლახან გამართულ ერთ-ერთ მატჩს მანეკენები დაესწრნენ 

"ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენი ეგიდით გამართულ შეჯიბრებებს და რომლის დაცვის მოწოდებითაც გამოვდივართ, არის ის, რომ პირველ ადგილზე ჯანმრთელობა დგას. 

არცერთი მატჩი, ტურნირი თუ ლიგა ღირს ადამიანის სიცოცხლის ფასად. ეს ყველამ კარგად უნდა გაიაზროს. შეჯიბრებების განახლება, სანამ ვითარება ასი პროცენტით უსაფრთხო არ არის, მეტია, ვიდრე უპასუხისმგებლობა. თუკი გარკვეული დროით მოცდა გვმართებს, ასეც უნდა მოვიქცეთ. ჯობს ცოტა მოვითმინოთ, ვიდრე გავრისკოთ", - აქვეყნებს ინფანტინოს ნათქვამს მედია. 

საიტ Worldometers-ის 10 აპრილის დილის მონაცემით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მთელ მსოფლიოში მილიონ 600 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილია 95 ათასე მეტი ადამიანი, 355 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

ბოლო ამბები