Thumbnail

ორიოდ დღის წინ, რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭომ მორიგი ვიდეო-კონფერენცია ჩაატარა და კორონავირუსი გამო, მთელი რიგი ღონისძიებები კიდევ ერთხელ გადადო.

მათ შორის, საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ტურის ეგიდით, თბილისში, ჯერ კიდევ 14 მარტს უნდა ჩატარებულიყო.

თუ როდის შედგება აღნიშნული თამაში, ამაზე რაგბი ევროპას დაზუსტებით არაფერი უთქვამს, სამაგიეროდ, უფრო მეტი კონკრეტიკა შეინიშნება რუსეთის რაგბის ფედერაციის სპორტული დირექტორის სერგეი მარკოვის კომენტარში:

“რაგბი ევროპას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ტურნირის ბოლო ტურის შეხვედრები აუცილებლად ჩაატაროს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფედერაციებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ერთ-ერთი ვარიანტი თამაშების მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს გამართვაა”.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშებაში, “ბორჯღალოსნებს” ოთხივე მატჩი მოგებული აქვთ და უახლოეს მდევრებს – პორტუგალიასა და ესპანეთს 10-10 ქულით უსწრებენ, ამდენად, პირველობას ვეღარავინ შეეცილებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები