Thumbnail

'ცოტას უხდიან' - მაიკ ტაისონის აზრით, MMA-ს მებრძოლებს ჩაგრავენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლეგენდარულმა მოკრივემ MMA-ს სპორტსმენების ანაზღაურებაზე აზრი გამოთქვა
  • რკინის მაიკს უკვირს, რომ მოკრივეებს უფრო ბევრს უხდიან, ვიდრე მებრძოლებს

კრივში მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა მაიკ ტაიოსნმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ММА-ს მებრძოლები დაუმსახურებლად ცოტა თანხას გამოიმუშავებენ. 

"შერეულ ორთაბრძოლებს უფრო მეტად უყურებენ, ვიდრე კრივს, მაგრამ მოკრივეები მაინც ყოველთვის მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე ММА-ს მებრძოლები. ძნელი ასახსნელია, რატომ ხდება ასე. ამაში არავითარი ლოგიკა არ არის, თუმცა მიმაჩნია, რომ MMA-ს მებრძოლებს აშკარად ცოტას უხდიან. ორთაბრძოლები იქ სანახაობრივი და სექსუალურია, მაგრამ მებრძოლები რეალურად ცოტას გამოიმუშავებენ", - აქვეყნებს 58 წლის “რკინის მაიკის” ნათქვამს Boxing Scene.

ლეგენდასთან სამახსოვრო ფოტო MMA-ს ქართველ მებრძოლს გიგა ჭიკაძესაც აქვს

მაიკ ტაისონმა პროფესიონალურ კრივში კარიერა 18 წლის ასაკში, 1985 წელს დაიწყო. ამერიკელის ანგარიშზე 58 ბრძოლაა, საიდანაც 50 მოიგო (აქედან 44 ნოკაუტით), 6 კი დათმო. კიდევ ორი შეხვედრა არშემდგარად გამოცხადდა. 

MMA (ინგლ: Mixed martial arts) შერეული საბრძოლო ხელოვნებაა, რომელშიც გაერთიანებულია ორთაბრძოლის სხვადასხვა ტექნიკა, სკოლა და მიმართულება.

კომენტარები

ბოლო ამბები