Thumbnail

მესიმ ინტერი უარყო - კარგი ამბავი ბარსელონას გულშემატკივრებისთვის

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ლიონელ მესის ბარსელონასთან ხელშეკრულების ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება
  • როგორც ჩანს, 32 წლის ლეგენდარული არგენტინელი არსად წასვლას არ აპირებს

ბოლო დღეებში, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ლიონელ მესის ინტერში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. 32 წლის არგენტინელ თავდამსხმელს ბარსელონასთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება და რაც უფრო ახლოვდება ეს დრო, მით უფრო იმატებს სატრანსფერო ცნობები. არგენტინული მედია იმასაც იუწყება, რომ მესის წინადადებით მისმა მშობლიურმა გუნდმა, ნიუელს ოლდ ბოიზმა მიმართა.

ამ ყველაფერს ლიონელ მესი საკუთარ ინსტაგრამზე გამოეხმაურა და ორივე ინფორმაციას ტყუილი უწოდა - "ფეიკ ნიუსი". ლეგენდარულმა არგენტინელმა თავისი პოზიცია ორიგინალური ფორმით, სოციალურ ქსელში გამოხატა. ბარსელონას მთავარ გუნდში ლიონელ მესი 2004 წლიდან ასპარეზობს და ამ პერიოდში 600-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. როგორც ჩანს, მესი არსად წასვლას არ აპირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები