Thumbnail

'ახალი ნეიმარი' - ბრაზილიელ ვერონს ბევრი გუნდი აკვირდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბრაზილიური და ესპანური მედია ახალი ტალანტის შესახებ აქტიურად წერს
  • 17 წლის გაბრიელ ვერონი პალმეირასის საკუთრებაა და ევროპულ გუნდებს სურთ

ბრაზილიიდან ევროპაში ფეხბურთის სათამაშოდ ყოველთვის უამრავი ტალანტი ჩადიოდა. ბოლო წლებში მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. ვინისიუს ჟუნიორისა და როდრიგოს შემდეგ, კიდევ ერთი ბრაზილიელი ტალანტი გამოჩნდა, რომელსაც ''ახალ ნეიმარს'' უწოდებენ. მისი სრული სახელია გაბრიელ ვერონ ფონსეკა დე სოუზა.

მისი მეტსახელი ლა ბრუხიტაა, რაც ჯადოქარს ნიშნავს. ეს მეტსახელი ხუან სებასტიან ვერონის გამო შეარქვეს. ''პალმეირასის ბრილიანტმა'' ბრაზილიის 17-წლამდე ნაკრებთან ერთად ასაკობრივი მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ვერონის დებიუტი პალმეირასში ფლუმინენსესთან მატჩში შედგა, ხოლო გოიასთან მან დუბლი შეასრულა და კლუბის მაისურით პირველი გოლები გაიტანა.

ვერონის გადაბირებას უკვე რამდენიმე ევროპული კლუბი ცდილობს. ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს ინგლისური და ესპანური გუნდები აწარმოებენ. გაბრიელი 18 წლის 2020 წლის 3 სექტემბერს გახდება.

კომენტარები

ბოლო ამბები