Thumbnail
  • ცნობილი ესპანური გამოცემა სარაგოსას ქართველ ფეხბურთელზე წერს.
  • პაპუნაშვილმა ლა ლიგა 2-ის ბოლო ტურში გოლი გაიტანა.
  • 22 წლის ნახევარმცველის ადაპტაცია ესპანურ ფეხბურთთან დასრულდა.

ესპანურმა გამოცემა MARCA-მ საქართველოს ნაკრებისა და სარაგოსას ფეხბურთელს გიორგი პაპუნაშვილს სტატია მიუძღვნა.

22 წლის ნახევარმცველმა ლა ლიგა 2-ის 30-ე ტურის მატჩში ლორკასთან თავი გატანილი გოლით გამოიჩინა, მისმა გუნდმა კი ანგარიშით 3:1 მოიგო. გიორგიმ ის მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

MARCA: გიორგი პაპუნაშვილი ისევ იღიმის. მისი ადაპტაცია ესპანურ ფეხბურთთან და სარაგოსასთან თითქმის დასრულდა და ამის დასტური კვირას გატანილი გოლია, რომელიც მეორეა მისთვის ჩემპიონატში. ქართველმა უმალ მაისური დაქაჩა და მკერდზე გამოსახულ გერბს ეამბორა. 

"ვამაყობ იმით, რომ "სარაგოსისტა" ვარ. შეუძლებელი არაფერია და ერთად ვიბრძოლებთ წარმატებისთვის", - დაწერა მან თამშის შემდეგ სოციალურ ქსელში. 

ბოლო ტურში პაპუ (ასე მოიხსენიებენ გიორგის ესპანეთში) გუნდის ძირითადში გამოჩნდა. ნაჩო გონსალესმა თავდასხმაში ის დისკვალიფიცირებული ხორხე პომბოს ნაცვლად დააყენა. და ფეხბურთელმაც ნდობა გაამართლა.

პაპუმ ლა ლიგა 2-ში ორივე გოლი ლორკას გაუტანა

ყველა აღნიშნავს, რომ რთული პერიოდი, რომელიც ენის ბარიერით იყო გამოწვეული, პაპუმ უკან მოიტოვა. რამდენიმეთვიანმა ინდივიდუალურმა მეცადინეობამ შედეგი გამოიღო და ახლა ფეხბურთელი სულ უფრო კარგად გრძნობს თავს გუნდშიც და ქალაქშიც, სადაც შარშან ზაფხულში, წარმატებული კარიერის შესაქმნელად ჩამოვიდა.

ესპანური ლიგა ყოველთვის იყო პაპუნაშვილისთვის საინტერესო და საოცნებო, სადაც ერთ მშვენერ დღეს ითამაშებდა. 

► გიორგი პაპუნაშვილი: სარაგოსაში ხალხის დიდი სიყვარული მეხმარება

როდესაც სარაგოსას სპორტულმა დირექტორი ლალო არანტეგუი თბილისს პაპუნაშვილის საქმეში სანახავად და მასთან მოსალაპარაკებლად ესტურმა, ფეხბურთელმა ფაქტობრივად მაშინვე გადაწყვიტა, რომ კარიერა სწორედ ამ კლუბში უნდა გაეგრძელებინა. მოგვიანებით მას აზრი სხვა კლუბების, უფრო მომხიბვლელმა წინადადებებმაც ვერ შეაცვლევინა. ამის შესახებ MARCA-ს თავად ლალომ უამბო:

"თბილისში მასთან შესახვედრად და მის უფრო ახლოს გასაცნობად ჩავედით. სხვა კლუბებსაც სურდათ მისი ხელში ჩაგდება და გვინდოდა, სარაგასოს წინადადება კარგად შეეფასებინა. ბოლო მომენტში, როდესაც ხელმოსაწერად შევიკრიბეთ, გამოჩნდა კიდევ ერთი ესპანური კლუბი, რომელიც ორჯერ მეტს სთავაზობდა კლუბსაც, პაპუსაც და აგენტებსაც, მაგრამ ფეხბურთელმა მაინც სარაგოსა არჩია".

უკეთესი შემოთავაზების მიუხედავად, გიორგიმ არჩევანი სარაგოსაზე შეაჩერა

ქართველმა სარაგოსასთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ლალო კი სულ ირწმუნებოდა, რომ ადაპტაციის გავლის შემდეგ, პაპუნაშვილი გუნდისთვის მნიშნველოვანი ფეხბურთელი გახდებოდა:

"ის გამორჩეული ფეხბურთელია. როდესაც ის ესპანეთს გაუშინაურდება, აჩვენებს თავის თამაშს". 

გიორგის გუნდში ენის ბარიერი აშკარად აღარ აქვს

პაპუნაშვილმა ლა ლიგა 2-ის 18 მატჩში ითამაშა, საიდანაც 8 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. ჩემპიონატში მის ანგარიშზე 2 გოლია, ერთიც - თასზე, მაგრამ პაპუს ეს არ აკმაყოფილებს და მეტი სურს.

სარაგოსა 46 ქულით მე-8 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი ჩემპიონატში სტუმრად ოსასუნასთან, 17 მარტს გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები