Thumbnail

თბილისში 2022 წლის სექტემბრიდან - ევრობასკეტი ოფიციალურად გადადებულია!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ფიბას აღმასკომის გენერალურმა კომიტეტმა ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება - ევრობასკეტი ერთი წლით გადაიდო! ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ოთხ ქვეყანაში (მათ შორის საქართველოში) უნდა გაიმართოს, 2022 წლის 1-18 სექტემბერს ჩატარდება.

ამის მიზეზი ის არის, რომ კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, ძალიან ბევრი ტურნირი, რომლებიც 2020 წელს იყო დაგეგმილი, 2021 წლისთვის გადაიდო. რაც მთავარია, მათ შორის არის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები. ლოგიკურადაც კარგად ჩანდა, რომ ამას ევრობასკეტის გადადება მოყვებოდა, მედიაც ამას წერდა და ყველაფერი დღეს გაოფიციალურდა. 

გუშინ ფიბამ 2020 წლის ზაფხულში გასამართავი ყველა ასაკობრივი ტურნირი გააუქმა, დღეს კი ევრობასკეტი 2021 წლიდან 2022 წლის 1-18 სექტემბრისთვის გადაიტანა. ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი 2021 წლის 22 ივნისიდან 4 ივლისამდე გაიმართება. ფიბას ამერიკაპიც 2022 წლისთვის გადაიდო. 

კომენტარები

ბოლო ამბები