Thumbnail

'შესაფერისი სიტყვების მოძებნაც კი მიჭირს' - კარიმ ექიმს დაურეკა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

გოლდენ სტეიტ უორიორსის ვარსკვლავმა სტეფ კარიმ სიურპრიზი მოუწყო ოქლენდის სამედიცინო ცენტრის (Alta Bates Summit) ექიმებს.

Yesterday was one of the coolest moments of my life; I was able to meet my hero, Stephen Curry (via FaceTime). He thanked me and my colleagues for all our hard work on the frontlines during this pandemic. And I was finally able to thank him for all the inspiration and strength he’s given me over the years. He also gave me some excellent advice on how to be positive and kind during tough times, which I think can apply to all of us these days. Thank you Steph for spreading your joy and boosting our morale! And thank you Mercury News for helping us get connected! Go Dubs! #StrengthInNumbers #ICanDoAllThings

Posted by Shelby Delaney on ოთხშაბათი, 08 აპრილი, 2020

ამერიკელმა კალათბურთელმა მათ დაურეკა და კორონავირუსის პანდემიის დროს, დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

კარიმ ვიდეოზარი შელბი დილეინის ტელეფონზე განახორციელა, რომელმაც NBA-ს ორგზის ჩემპიონს მისი შთაგონების წყარო უწოდა.

“მიჭირის კიდეც შესაფერისი სიტყვების მოძებნა იმ მადლიერების გამოსახატად, რასაც ამ შემთხვევაში, კონკრეტულად შენდამი განვიცდი. საოცარია ის ერთიანობა, რომელსაც ვხედავ. დიდი მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებ და სხვებსაც მაგალითს აძლევ”, - უთხრა სტეფმა ექიმს.

მოგვიანებით, დილეინიმ, რომელმაც ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა. აღნიშნა, რომ ეს, მის ცხორებაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო.

საინტერესოა, რომ შელბის სტეფთან საუბრისას სამედიცინო ხალათს შიგნით სწორედ კარის მაისური ეცვა. გოლდენ სტეიტის ატრიბუტიკაში იყვნენ გამოწყობილნი ცენტრის სხვა ექიმებიც.

კომენტარები

ბოლო ამბები