Thumbnail
  • რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭოს მორიგი შეკრება
  • 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაუქმდა
  • საქართველოსა და რუსეთის მატჩი ისევ გადაიდო

რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭომ მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართა და რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. 7-კაცას ყველა ტურნირი გაუქმდა და დივიზიონებიდან არავინ გავარდება და არც არავის დააწინაურებენ.

კალინინგრადში გასამართი 18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატი გაუქმდა. საქართველოს 18-წლამდე ნაკრებს ზედიზედ მესამედ შეეძლო ევროპის ჩემპიონობის მოპოვება.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე სამი მატჩი იყო დარჩენილი. ბოლო ტურის შეხვედრები აუცილებლად ჩატარდება. შესაბამისად, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთის ნაკრებთა აუცილებლად ითამაშებს. რაგბი ევროპა წერს, რომ შეხვედრა აუცილებლად ჩატარდება, როგორც კი კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილი სიტუაცია გამოსწორდება.

კომენტარები

ბოლო ამბები