Thumbnail

ჯოშუამ დაასახელა მეტოქე ვისგანაც ყველაზე მწარედ მოხვდა და ის ენდი რუისი არ არის

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

ენტონი ჯოშუამ კარიერაში პირველი მარცხი გასულ წელს, ენდი რუისის წინააღმდეგ დაპირისპირებაში განიცადა, თუმცა ამბობს რომ რინგზე გაცილებით მძიმე დარტყმები სხვა ბრძოლისას მიიღო.

ჯოშუას თქმით ყველაზე მწარედ 2017 წელს ვლადიმერ კლიჩკოსგან მოხვდა, როდესაც ბრძოლს დროს კლიჩკოს მოქნეულის შემდეგ, მეექვსე რაუნდში რინგზე დაეცა.

ამის შესახებ ბრიტანელს Pound For Pound-ის პოდკასტში ჰკითხეს და მან ასე უპასუხა: "ვისგან მომხვედრია ყველაზე მწარედ? ალბათ ვლადიმერ კლიჩკოსგან..."

"კლიჩკო ცხოველია. ბრძოლის წინ ვიცოდი, რომ ამ ჩხუბს ქულები არ გადაწყვეტდა - ან უნდა გამეთიშა, ან ბოლოს მომიღებდა." - იხსენებს ჯოშუა.

კომენტარები

ბოლო ამბები