Thumbnail

ლიცენზიებს არავინ წაართმევთ - ოლიმპიადის მონაწილეთა 57% ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ერთი წლის გადადების შემდეგ ახალი საკვალიფიკაციო წესები შეიმუშავა, თუმცა ის სპორტსმენები, რომლებსაც უკვე მოპოვებული აქვთ ოლიმპიური ლიცენზიები, მათ შეინარჩუნებენ.

დაახლოებით 6 500-მა სპორტსმენმა (მათ შორის ქართველმა სპორტსმენებმაც) ტოკიო 2020-ის ლიცენზია უკვე მოიპოვა. ეს კი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეთა რაოდენობის 57%-ია. 

მეტიც, ზოგიერთ სახეობაში, სადაც ასაკობრივი ცენზია დაწესებული (მაგალითად, ფეხბურთში) იმ სპორტსმენებს, რომელთაც 2020 წელს ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება ჰქონდათ, მაგრამ ასაკის გამო, 2021 წელს უკვე აღარ ეკუთვნით, ასევე შეუძლიათ მონაწილეობა. 

სხვადასხვა სახეობაში ჯერაც იმუშავებენ ახალ საკვალიფიკაციო სისტემას, რათა მთლიანად დაკომპლექტდეს ტოკიოს ოლიმპიადა. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავარი სპორტული მოვლენა - ზაფხულის ოლიმპიური თამაშები - 2020 წლის ზაფხულიდან IOC-მა 2021 წლის ზაფხულისთვის გადაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები