Thumbnail

Bleacher Report NBA-ს 2003 წლის ცნობილი დრაფტი კიდევ ერთხელ განიხილა და ეგრეთ წოდებული რე-დრაფტი "ჩაატარა". შეგახსენებთ, რომ ეს ლებრონ ჯეიმსის "დრაფტია" - ლეიკერსის სუპერვარსკვლავი სწორედ პირველ ნომრად კლივლენდ კავალიერსმა აიყვანა. იმავე წელს NBA-ში ზაზა ფაჩულიაც აიყვანეს.

ახლა რომ დრაფტი ტარდებოდეს, გამოცემის აზრით, ზაზა 42-ე ნომრად კი არა, მე-10 ნომრად უნდა აერჩიათ პირველ წრეში!

"მეორე რაუნდში ზაზას არჩევა ნამდვილი მოპარვა იყო. ზაზას ხანგრძლივი კარიერა გამოუვიდა, ის დაცვაში კარგი თამაშით გამოირჩეოდა. მან ასოციაციაში 16 სეზონი გაატარა, აქედან 8 ატლანტაში. 2000-იანებში ის ჯო ჯონსონის ლიდერობით მოთამაშე გუნდში სათადარიგო ხუთეულში იყო და აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი ოფშიც თამაშობდა. პირველ ორ სეზონში ჯორჯიაში ის 10 ქულაზე მეტსაც აკეთებდა, შემდეგ კი უფრო ფარქვეშ შავ სამუშაოს ასრულებდა.

ზოგისთვის ფაჩულია ნეგატივთან ასოცირდება - 2017 წელს დასავლეთ კონფერენციის ფინალის პირველ მატჩში, გოლდენ სტეიტში თამაშისას, მასთან ბრძოლაში ტრავმა მიიღო კავაი ლეონარდმა. ამის გამო კავაიმ ვეღარ ითამაშა და შემდეგ სან ანტონიოდან წასვლაც მოუწია. ფაჩულიას ადანაშაულებდნენ, რომ მან სპეციალურად დატოვა ფეხი იქ, სადაც ლეონარდი უნდა დამხტარიყო, მაგრამ ზაზამ ეს უარყო.

რაც უნდა იყოს, ზაზამ უორიორსთან ერთად 2017 და 2018 წლებში საჩემპიონო ბეჭდები მოიგო. ახლა ის ამავე კლუბში მრჩევლად მუშაობს".

ეს, რომ ასე მომხდარიყო ზაზა ფაჩულიას ისედაც მდიდარი კარიერა სულ სხვანაირად წარიმართებოდა, რადგან ზაზას NBA-ში დასამკვიდრებლად ბრძოლა უწევდა, მაშინ, როცა პირველ წრეში არჩეულებს გაცილებით მეტ შანსს აძლევენ. 

2003 წლის მე-10 ნომერი: ჯერვის ჰეიესი

ფაჩულიას რეალური ნომერი: 42-ე, ორლანდო მეჯიქი

2003 წლის რე-დრაფტი. TOP 10. Bleacher Report

1. ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი). აირჩიეს 1 

2. დუეინ უეიდი (დეტროიტი). აირჩიეს 5/მე-2 ნომრად დარკო მილიჩიჩი

3. კარმელო ენტონი (დენვერი). აირჩიეს 3

4. კრის ბოში (ტორონტო). აირჩიეს 4

5. დევიდ ვესტი (მაიამი). აირჩიეს 18/მე-5 ნომრად უეიდი აირჩიეს

6. ხოსე კალდერონი (კლიპერსი). არ აურჩევიათ/მე-6 ნომტად კრის კამანი აირჩიეს

7. კაილ კორვერი (ჩიკაგო). აირჩიეს 51/მე-7 ნომრად კირკ ჰაინრიხი აირჩიეს

8. ბორის დიაო (მილუოკი). აირჩიეს 21/მე-8 ნომრად ტი ჯეი ფორდი აირჩიეს

9. კირკ ჰაინრიხი (ნიკსი). აირჩიეს 8/მე-9 ნომრად მაიკლ სვიტნი აირჩიეს

10. ზაზა ფაჩულია (ორლანდო). აირჩიეს 42/მე-10 ნომრად ჯერვის ჰეიესი აირჩიეს

კომენტარები

ბოლო ამბები