Thumbnail

ცნობილმა პორტალმა Transfermarkt-მა ფეხბურთელების პირობითი ფასები ერთბაშად შეცვალა. 8 აპრილიდან ფეხბურთელების საბაზრო ფასები მთელ მსოფლიოში 20%-ით დაკლებულია. ბუნებრივია, ცვლილება ეხება ქართველ ფეხბურთელებსაც.

თუმცა არის გამონაკლისიც. 1998 წელს და უფრო გვიან დაბადებულ ფეხბურთელთა ფასები მხოლოდ 10%-ით შემცირდა, რადგან ისინი პატარა ასაკის გამო, ღირებულ აქტივად მიიჩნევიან. ამასთან, არ შეცვლილა იმ ფეხბურთელების ღირებულება, რომლებიც მანამდე 300 ათას ევროზე ნაკლებად ფასდებოდნენ.

Transfermarkt-ის გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიას და ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება, რომელიც მსოფლიოსა და ევროპაში კარანტინის შედეგ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ პორტალზე ფეხბურთელთა ჯამური ფასი დაახლოებით 9 მილიარდი ევროთი შემცირდა. 

მსოფლიოს უძვირფასეს ფეხბურთელებად კილიან მბაპე და ნეიმარი რჩებიან

მაგალითისთვის, მსოფლიოს უძვირფასესი ფეხბურთელი, 21 წლის კილიან მბაპე, რომელიც აქამდე 200 მილიონ ევროდ ფასდებოდა, ახლა 180 მილიონი ღირს, პარი სენ-ჟერმენში მისი 28 წლის თანაგუნდელი ნეიმარი კი, 160-იდან 128 მილიონ ევრომდე გაიაფდა. 

მსოფლიოს TOP 10 უძვირფასესი ფეხბურთელი (Transfermarkt-ის ვერსიით) 

კილიან  მბაპე (პსჟ, საფრანგეთი) - 180 მლნ ევრო.
ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია) - 128 მლნ.
რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი) - 128 მლნ.
კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია) - 120 მლნ.
ჰარი კეინი (ტოტენჰემი, ინგლისი) - 120 მლნ.
მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე) - 120 მლნ.
სადიო მანე (ლივერპული, სენეგალი) - 120 მლნ.
ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი, ინგლისი) - 117 მლნ.
ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინა) - 112 მლნ.
ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი (ლივერპული, ინგლისი) - 99.

კრიზისი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საბაზრო ფასებზეც აისახა

საქართველოს TOP 10 უძვირფასესი ფეხბურთელი (Transfermarkt-ის ვერსიით)

გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი) - 6,7 მლნ ევრო.
საბა კვერკველია (მოსკოვის ლოკომოტივი) - 6,5 მლნ.
დავით ხოჭოლავა (დონეცკის შახტარი) - 3,2 მლნ.
ზურიკო დავითაშვილი (ყაზანის რუბინა) - 2,3 მლნ.
ხვიჩა კვარაცხელია (ყაზანის რუბინი) - 2.3 მლნ.
გია გრიგალავა (ტულის არსენალი) - 2 მლნ.
გიორგი ქვილითაია (გენტი) - 2 მლნ.
ჯიმი ტაბიძე (უფა) - 2 მლნ.
ვაკო გვილია (ვარშავის ლეგია) - 1,6 მლნ.
ოთარ კიტეიშვილი (გრაცის შტურმი) - 1,6 მლნ.

კომენტარები

ბოლო ამბები