Thumbnail

სადიო მანე: თუ ჩემპიონები ვერ გავხდებით, არა უშავს! უფრო დიდი პრობლემა გვაქვს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა, ან გადაიდო. წამყვანი საფეხბურთო ჩემპიონატები დროებით შეჩერებულია - მათ შორისაა პრემიერლიგაც. ინგლისის უმაღლესი გათამაშება მანამდე არ განახლდება, სანამ სიტუაცია სტაბლური არ იქნება.

პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონს 82 ქულით ლივერპული ლიდერობს და მეორეადგილოსან მანჩესტერ სიტის 25 ქულით უსწრებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლივერპულს 29 თამაში აქვს ჩატარებული სიტის კი - 28.

'ეს რთული იქნება ლივერპულისთვის, მაგრამ სიტუაცია ბევრად რთულია მილიონობით ადამიანისთვის'

30-წლიანი პაუზის შემდეგ, ლივერპული ახლოს არის ინგლისის ჩემპიონობასთან, თუმცა სეზონი შესაძლოა ვერ განახლდეს და "მერსისაიდელები" ტიტულის გარეშე დარჩნენ. აღნიშნულ სიტუაციაზე კომენტარი ლივერპულის ფეხბურთელმა სადიო მანემ გააკეთა.

"მინდა მოვიგო თამაშები და ტიტულები, მაგრამ ამ სიტუაციაში, რაც არ უნდა მოხდეს, გავიგებ. ეს რთული იქნება ლივერპულისთვის, მაგრამ სიტუაცია ბევრად რთულია მილიონობით ადამიანისთვის მსოფლიოს გარშემო. ზოგიერთმა ადამიანმა ოჯახის წევრი დაკარგა. ლივერპულთან ერთად ჩემპიონობა ჩემთვის ოცნებაა და იმედი მაქვს, ტიტულს წელსვე მოვიგებთ. თუ ეს ასე არ იქნება, მე ამას მივიღებ, ეს ცხოვრების ნაწილია,", - განაცხადა სანემ talkSPORT-თან საუბარში.

სადიო მანე შეჩერებულ სეზონს კარგად ატარებდა. იგი ლივერპულის ერთ-ერთი საუკეთესო და მთავარი მოთამაშე იყო. 27 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონში 26 მატჩი გამართა, სადაც თავი 14 გატანილი გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. სენეგალელი ფეხბურთელი პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

კომენტარები

ბოლო ამბები