Thumbnail

ამირ ხანი: კორონავირუსი ხელოვნურად შექმნეს და ის 5G-ანტენებთან კავშირშია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

პირველ ნახევრადსაშუალო წონაში ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი ამირ ხანი აღიარებს, რომ არ სჯერა კორონავირუსის ახალი ფორმის ბუნებრივი წარმოშობის. ბრიტანელი პროფესიონალი მოკრივის თქმით, ვირუსი განგებ ადამიანებმა გამოყვანეს და მისი გამოჩენა დიდწილად 5G-ანტენების გამოჩენასთან არის დაკავშირებული. 

"არ ვფიქრობ, რომ ვირუსი ჩვენთან ჩინეთიდან შემოვიდა. ეს ნამდვილად ტყუილია. ამბობენ, თითქოს იქ ღამურებით, გველებითა და საზიზღარი რაღაცებით იკვებებიან. რა სისულელეა? გჯერათ ამის? მე პირადად არ მჯერა.

📋 ასევე წაიკითხე:

კორონავირუსი ესაა, კორონავირუსი ისაა. როგორც მე, ალბათ თქვენც ამოგივიდათ ეს ყელში. არ გეჩვენებათ, რომ ეს შესაძლოა ამ 5G-ანტენებისგან გაჩნდა? მათ რაღაც გაუგებარი მიზეზით დგამენ. შესაძლოა, მათი გამოყენებით ადამიანებს აკონტროლებენ. შეხედეთ ამ ანტენებს ღამით. გვეუბნებიან, რომ სახლიდან გარეთ არ გამოვიდეთ. დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი ასეთი ანტენა მალე ჩემი სახლის სიახლოვესაც გაჩნდება. ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? იმედია, ეს ყველაფერი ომამდე არ მიგვიყვანს.

ამირ ხანი მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს ფლობდა

ყოველ ჯერზე, როდესაც 3G, 4G და 5G ჩნდება, რაღაც ხდება. როდესაც 2003 წელს 3G გამოჩნდა, მსოფლიოში ატიპიურმა პნევმონიამ იფეთქა. 2009-ში წარმოგვიდგინეს 4G და მსოფლიოში ღორის გრიპი დაფიქსირდა. ახლა კორონავირუსის დრო დადგა.

რა თქმა უნდა, ვიღაც იტყვის, რომ თავის არეში მეტისმეტად ბევრი დარტყმა მაქვს მიღებული და აზროვნების უნარი დავკარგე", - აქვეყნებს ბრიტანელის ნათქვამს BoxingScene.

COVID-19, იგივე კორონავირუსი, რესპირატორული ინფექციაა, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის პანდემიად გამოცხადა. არსებობს მოსაზრება, რომ ინფიცირების ერთ-ერთი წყარო 5G-ქსელია, რაც ყოველგვარ მეცნიერულ საფუძველს მოკლებულია.

კომენტარები

ბოლო ამბები