Thumbnail
  • ამერიკელი მებრძოლის აზრით, დროა ხაბიბმა და კონორმა კარიერა დაასრულონ
  • ფერგიუსონის თქმით, შერეული ორთაბრძოლები ნამდვილი მამაკაცების სპორტია

შერეული ორთაბრძოლების ამერიკელმა მებრძოლმა ტონი ფერგიუსონმა მოსაზრება ხაბიბ ნურმაგომედოვსა და კონორ მაკგრეგორზე გამოთქვა. 

შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს, ფერგიუსონისა და ხაბიბის დაპირისპირება უნდა გამართულიყო, მაგრამ დაღესტნელი სპორტსმენი კარანტინის გამო რუსეთის დატოვებას და ამერიკაში გაფრენას ვერ ახერხებს. შედეგად, UFC 249-ის მთავარ შეხვედრაში ტონის მეტოქე ჯასტინ გეიჯი იქნება.

"ხაბიბსა და კონორზე სათქმელი არაფერი მაქვს. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მათ კარიერა დაასრულეს. ისღა დარჩენიათ, სხვებს გადაულოცონ საქმე და წავიდნენ. მათ ამას დიდი ხანია ვურჩევ. ეს ნამდვილი მამაკაცების სპორტია, ეს ბიჭები კი ნამდვილი ჩვრები არიან", - თქვა ფერგიუსონმა ინტერვიუში, რომელიც მის ტვიტერზე გამოქვეყნდა.

მსუბუქ წონაში UFC-ის მოქმედი ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერმა აღნიშნა, რომ რუსი სპორტსმენი მზადაა, ფერგიუსონი-გეიჯის წყვილში გამარჯვებულს შეხვდეს და ქამარი დაიცვას.

კომენტარები

ბოლო ამბები