Thumbnail

რონალდინიო გაათავისუფლეს - ბრაზილიელი პარაგვაიში რჩება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ციხეში ერთი თვე გაატარა
  • რონალდინიო საზღვარზე ყალბი საბუთების წარდგენის გამო დააკავეს

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა რონალდინიო ციხიდან გაათავისუფლეს. ესპანური მედიის ინფორმაციით, რონალდინიო ციხიდან გაუშვეს, მაგრამ ის ასუნსიონის ერთ-ერთ სასტუმროში შინაპატიმრობაში რჩება.

ბრაზილიელმა ციხეში ერთი თვე გაატარა. ის და მისი ძმა პარაგვაის საზღვრის გადაკვეთის დროს დააკავეს, როდესაც ქვეყანაში შეღწევისთვის ყალბი პასპორტები გამოიყენეს.

პირველი დაკავების დროს, რონალდინიო მალევე გაათავისუფლეს, თუმცა გენერალური პროკურორის მოთხოვნით ის ციხეში მალევე დააბრუნეს. სასამართლომ რონალდინიოს 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს მოუწევს რონალდინიოს შინაპატიმრობაში ყოფნა.

კომენტარები

ბოლო ამბები