Thumbnail
  • როჯერ ფედერერმა ახალი ‘ჩელენჯი’ წამოიწყო
  • შვეიცარიელმა ცნობილი ადამიანები გამოიწვია

ბილ გეითსი, ჯანლუიჯი ბუფონი, სერენა უილიამსი, ლებრონ ჯეიმსი, ჯასტინ ტიმბერლეიკი - სია ძალიან გრძელია. ეს ადამიანები თავიანთ საქმეში ძალიან მაგრები არიან, მაგრამ როგორ მოხვდნენ ერთ სიაში? ისინი (და კიდევ ბევრი სხვა ცნობილი ადამიანი) როჯერ ფედერერმა ახალ ‘ჩელენჯში’ გამოიწვია!

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც უიმბლდონის ფორმაშია გამოწყობილი და კედელთან ახლო დისტანციაზე ძალიან სწრაფად თამაშობს. ერთი შეხედვით, ადვილია, მაგრამ სინამდვილეში, საკმაოდ რთული ტრიუკია!

ფედერერმა გამოიწვია ჩოგბურთელები ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი და კოკო გაუფი, ფეხბურთელები კრიშტიანო რონალდო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი, კალათბურთელები ლუკა დონჩიჩი, სტეფ კარი, იანის ანტეტოკუნმპო, ფორმულა 1-ის პილოტი ლუის ჰემილტონი და კიდევ სხვა ბევრი სპორტსმენი.

“მოდი, ვნახოთ, რა და როგორ გამოგივათ. გამომიგზავნეთ ვიდეოები და რჩევებსაც მოგცემთ. შეარჩიეთ ქუდი გემოვნებით,” - წერს ფედერერი პოსტში. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, ATP-სა და WTA-ს ტურნირები მინიმუმ 13 ივლისამდე შეჩერებულია.

როჯერს უკვე ბევრი ადამიანი გამოეხმაურა, თუმცა ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, ცნობილი ადამიანების გამოხმაურებები იქნება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები