Thumbnail

BARCA LEGENDS - კატალონიურმა კლუბმა რონალდოს გოლები გაგვახსენა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსამ რონალდოს მიერ კლუბის მაისურით გატანილი გოლები გაიხსენა
  • ლეგენდარული ბრაზილიელი ბარსელონაში 1996-97 წლებში გამოდიოდა 

ბარსელონას ოფიციალურმა ფეისბუქის გვერდმა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის დროს, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ლეგანდარული ბრაზილიელი რონალდოს გოლების კრებულის შემოგვთავაზა.

რონალდო ლუის ნაზარიო დი ლიმა კატალონიურ კლუბში 1996 წელს, პსვ ეინდჰოვენიდან გადავიდა და იქ ერთი სეზონი გაატარა. ლეგენდარული ბრაზილიელი ბარსელონას შემადგენლობაში მან სამი ტიტული: თასების მფლობელთა თასი, ეპანეთის თასი და სუპერთასი მოიგო, ესპანეთის ჩემპიონატის 37 მატჩში გატანილი 34 გოლით კი საუკეთესო ბომბარდირი და "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა. რონალდო მის კარიერაში საუკეთესოდ კომპოსტელასთან გატანილ გოლს მიიჩნევს.

რონალდო, რომელმაც ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ორ მუნდიალზე (1994 და 2002 წლებში) გაიმარჯვა, ფიფამ წლის ფეხბურთელად 3-ჯერ დაასახელა, "ფრანს ფუტბოლმა" კი 2-ჯერ "ოქროს ბურთი" მიაკუთვნა.

რონალდომ კარიერის განმავლობაში ასევე ითამაშა მშობლიურ კრუზეიროსა და კორინთიანსში, მილანის ინტერში, მადრიდის რეალსა და მილანში.

კომენტარები

ბოლო ამბები