Thumbnail

ვაკო MLS-ის საუკეთესო დრიბლიორია - ყაზაიშვილმა კარლოს ველასაც აჯობა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • MLS-მა 2019 და 2020 წლებში ლიგის საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა
  • ამერიკულ ლიგაში ამ მაჩვენებლით საუკეთესო სან ხოსეს ქართველი შემტევია
  • ვაკო ყაზაიშვილმა უკან კარლოს ველა და კრისტიან ესპინოზა ჩამოიტოვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი ამერიკის საფეხბურთო ლიგაში გამოარჩიეს. MLS-ის ოფიციალურმა საიტმა პაუზით ისარგებლა და ლიგის გამორჩეული დრიბლიორები დაასახელა. ამ მხრივ საუკეთესო კი სწორედ სან ხოსეს ქართველი ლეგიონერია.

"მართალია, დრიბლინგების იდეალური მაჩვენებელი არცერთ თავდამსხმელს ჰქონდა, მაგრამ MLS-ის 2019 წლის სეზონსა და 2020 წლის სეზონის პირველ ორ მატჩში, ისინი გამორჩეულები იყვნენ", - წერს საიტი, რომლის სიის ლიდერ ვაკო ყაზაიშვილს 100 დრიბლინგი აქვს და აქედან 68.97% წარმატებული. 

აღსანიშნავია, რომ ვაკომ ლოს ანჯელესის თავდამსხმელ კარლოს ველას აჯობა. MLS-ის მექსიკელი ვარსკვლავის ანგარიშზე, რომელიც 2019 წლის სეზონში, 34 გოლით, ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 95 დრიბლინგია, საიდანაც წარმატებული მხოლოდ 50% იყო.  

mlssoccer-ის ჩამონათვალში მესამე პოზიცია ყაზაიშვილის თანაგუნდელმა კრისტიან ესპინოზამ დაიკავა (81 დრიბლინგი).

ვაკო ყაზაიშვილის და გურამ კაშიას გუნდმა MLS-ის 2019 წლის რეგულარული სეზონი დასავლეთ კონფერენციის ცრილში მე-8 ადგილზე დაასრულა და პლეი ოფის საგზურის გარეშე დარჩა. ვაკომ შარშან ლიგის 32 მატჩში ითამაშა, გაიტანა 8 გოლი და მიითვალა 6 საგოლე პასი. 

2020 წლის ჩემპიონატში, სანამ პაუზა გამოცხადდებოდა, სან ხოსემ ორი შეხვედრის ჩატარება მოასწრო - პირველი ტორონტოსთან ფრედ (2:2) ითამაშა, მეორე კი მინესოტასთან დათმო (2:5). ვაკომ ორივე მატჩში სასტარტოში ითამაშა, ბოლო შეხვედრაში კი გოლით გამოირჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები