Thumbnail
  • 'თქვენ ყოველთვის ცოცხალი იქნებით ჩვენს გულში'
  • რადომირ ანტიჩი ატლეტიკოს, რეალსა და ბარსელონას ავარჯიშებდა

მადრიდის ატლეტიკოს ყოფილი მთავარი მწვრთნელი რადომირ ანტიჩი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ლეგენდარული მწვრთნელის რადომირ ანტიჩის გარდაცვალების გამო. თქვენ ყოველთვის ცოცხალი იქნებით ჩვენს გულში. მშვიდად განისვენეთ”, - წერია ატლეტიკოს განცხადებაში.

1995-96 წლების სეზონში სერბმა სპეციალისტმა მადრიდულ გუნდთან ერთად დუბლი შეასრულა – ესპანეთის ლა ლიგა და თასი მოიგო.

სხვადასხვა პერიოდში ანტიჩი ბარსელონასა და რეალსაც ავარჯიშებდა და სერბეთის ეროვნული ნაკრების თავკაციც გახლდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები