Thumbnail

ძიუდო – ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ისევ გადაიდო

მსოფლიოს მოდებულმა კორონავირუსმა ძიუდოს სამყაროც ძალიან აზარალა. დღეს, მორიგი ვიდეო-კონფერენცია გამართა ძიუდოს ევროპული კავშირის ხელმძღვანელობამ და მთელი რიგი დიდი ტურნირების ვადები ისევ შეიცვალა.

Important update on COVID-19 crisis and related measures

Posted by European Judo Union on ორშაბათი, 06 აპრილი, 2020

2020 წლის ევროპის ჩემპიონატი თავდაპირველი ვერსიით 1-3 მაისს უნდა გამართულიყო, მოგვიანებით, შეჯიბრი 19-21 ივნისს დანიშნეს, დღევანდელი გადაწყვეტილებით კი, ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა შეჯიბრს 8-10 ნოემბერს უმასპინძლებს.

გაუქმდა ივლისის ბოლომდე დაგეგმილი ყველა ტურნირი, აგვისტოში გასამართი ღონისძიებების ბედი კი აპრილის ბოლოს გადაწყდება.

ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი 28 ნოემბრიდან პირველ დეკემბრამდე ვადაში ჩატარდება, ახალგაზრდული და 23-წლამდელთა ევროპის პირველობები 11-15 ნოემბერს შედგება, ხოლო ევროპის გუნდური ჩემპიონატი 28 ნოემბერს დაიგეგმა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ევროპის წლევანდელი საკლუბო ჩემპიონატები (ევროპა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა) აღარ ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები