Thumbnail

ამ დღეს, 10 წლის წინ - მესიმ არსენალს 4 გოლი გაუტანა და მეოთხედფინალი შემოაბრუნა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მესის საოცარი თამაში არსენალთან
  • "ფლესთეიშენის მოთამაშესავითაა..." - ამბობდა მატჩის შემდეგ არსენ ვენგერი

ზუსტად დეკადის წინ, 6 აპრილს პეპ გვარდიოლას ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არსენალს დაუპირისპირდა. კატალონიელებმა ლონდონში პირველი მატჩი არსენალთან 2:2 ითამაშეს, კამპ ნოუზე ბენდტნერის გოლის შემდეგ 1:0-ს აგებდნენ, სანამ 2 წუთში მესი გამოჩნდებოდა...

ბენდტნერის გოლიდან ზუსტად 2 წუთში, მესიმ არსენალს გაუთანაბრა, ტაიმის ბოლომდე კიდევ ორჯერ გაუტანა, ხოლო მეორე ტაიმში საბოლოო ანგარში დააფიქსირა - 4:1! ბარსა ფინალში გავიდა, სადაც უემბლიზე მანჩესტერ იუნაიტედი უშანსოდ დაამარცხა (3:1).

"ფლესთეიშენის მოთამაშესავითაა..." - ამბობდა მატჩის შემდეგ არსენ ვენგერი. "მას შეუძლია შენი ყველა შეცდომა გამოიყენოს. დღეს შეუძლებელი შეძლო, წინ კიდევ 7-8 წელი აქვს და დიდი იმედი მაქვს ყველაფერი კარგად წარიმართება - წარმოუდგენელ სიმაღლეებს დაიპყრობს."

კომენტარები

ბოლო ამბები