Thumbnail

ფორვარდების მშრალი სერია - ტორესის 24 მატჩი, რუნის ჩაგდებული მსოფლიო და სხვები

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ტორესის 24 მატჩი, ფორლანის 26...
  • ხანდახან მშრალი სერია დიდ სახელებთანაც ასოცირდება

ხშირად ფორვარდებს ცუდი პერიოდი უდგათ, ხშირად არასწორ გუნდში ხვდებიან, ხშირად მათ ფორმაში შესვლას არავინ აცლის, თუმცა ამას მხოლოდ უბრალო რიგითი ფორვარდები არ განიცდიან, ხანდახან მშრალი სერია დიდ სახელებთანაც ასოცირდება.

მაგალითად უეინ რუნის კარიერაში 2009-10 წლების სეზონი ერთ-ერთი გამორჩეულია, სადაც 35 გოლი გაიტანა და ქვეყნის საუკეთესო მოთამაშის წოდებაც მიიღო, თუმცა სეზონის ბოლოს, მათ შორის მუნდიალის ჩათვლით, რუნიმ მოედანზე 18 საათი გაატარა გოლის გარეშე!

საპირისპიროს გვიყვება ალან შირერის ისტორია, როდესაც პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ევრო 96-ის წინ, ნაკრების მაისურით ზედიზედ 12 მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა. თუმცა ტურნირზე პირველივე მატჩში გაიტანა და საბოლოოდ ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.

ფენანდო ტორესის პერიოდი ჩელსიში მძიმე გახლდათ, განსაკუთრებით პირველი წელი, სადაც ტორესმა ზედიზედ 24 მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა, თუმცა ესპანელს დიეგო ფორლანმა აჯობა, რომელსაც მშრალი სერია მანჩესტერ იუნაიტედში 26 მატჩამდე გაუგრძელდა.

👇 ფორლანმა ნავსი ამ გოლით გატეხა

კომენტარები

ბოლო ამბები