Thumbnail

‘დამეხმარეთ, ზაფხულამდე მივაღწიო’ - ჰოლანდიელი მსაჯი კვერცხებს ყიდის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საფეხბურთო სეზონის შეწყვეტამ მოთამაშეები ხომ აზარალა და კარგ დღეში არც არბიტრები არიან.

კორონავირუსის ჟამს უქმობა უწევს 43 წლის ჰოლანდიელ მსაჯს ბას ნიიჰუისსაც, რომელიც ორიგინალური ვიდეოებით ადრეც გამოირჩეოდა და ახლაც არ გაუშვა ხელიდან შანსი, რათა საკუთარ ყოფას ირონიულად არ გამოხმაურებოდა.

ახალ ვიდეოში ჰოლანდიელი არბიტრი საქათმედან კვერცხებით სავსე ლანგრით გამოდის და მათ გზის პირას გასაყიდად ათავსებს, წარწერა კი გვეუბნება:

“კვერცხები. 10 ცალი 1.5 ევროდ. დაეხმარეთ არბიტრს, რათა ზაფხულამდე მიაღწიოს”.

ცნობისთვის, ნიიჰუისი 15 წლის ასაკიდან მსაჯობს, 2007 წლიდან კი ფიფას არბიტრი გახდა და ამჟამად, მსოფლიოს ელიტარულ მსაჯებს შორის იმყოფება.

კომენტარები

ბოლო ამბები