Thumbnail
  • 'გუნდში ბევრი ახალგაზრდა გვყავს, რომლებმაც უნდა მოუმატონ'
  • ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2021 წლის ზაფხულში გაიმართება

კორონავირუსის გამო, 2020 წელს დაგეგმილი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2021 წლის ზაფხულში გაიმართება. იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის თქმით, ეს მის გუნდს მხოლოდ წაადგება. 55 წლის მწვრთნელმა საინტერესო თემებზე ილაპარაკა…

ევრო 2020 ერთი წლის დაგვიანებით

უეფამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა სხვა არჩევანი, ალბათ, არც იყო. სპორტული თვალსაზრისით, იტალიის ნაკრებს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ წაადგება. ჩვენ ახალ გუნდს ჩავუყარეთ საფუძველი, სადაც ბევრი ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელია.

ბუნებრივია, ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით ისეთ ნაკრებებს, როგორებიც საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი არიან. ამიტომ, კიდევ ერთი წელი ჩვენთვის დამატებითი შანსია, მოვუმატოთ, კარგად მოვემზადოთ და ევროპის უძლიერეს ნაკრებებს კონკურენცია გავუწიოთ.

შემადგენლობა

როგორც აღვნიშნე, ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, რომლებმაც უნდა მოუმატონ. იმედია, სანდრო ტონალი, მოიზე კინი, რიკარდო ორსოლინი და სსვები ამ შანსს გამოიყენებენ. ბევრი დრო მიეცა ნიკოლო ძანიოლოს, რომელიც უნდა გამოჯანმრთელდეს და ოპტიმალურ ფორმაში ჩადგეს. მაინტერესებს მისი ნახვა შეტევის წინა ხაზზე, რისი შანსიც რომაში პრაქტიკულად არ მისცემია. ძალიან ნიჭიერია სებასტიანო ესპოზიტო და ეს ერთი წელი მისთვისაც დამატებითი შანსია. 

სერია A

ადამიანების ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია, მაგრამ ჩემი აზრით, ზაფხულში გვექნება იმის შესაძლებლობა რომ ჩემპიონატი დავასრულოთ. შესაძლოა, მატჩები ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდეს, რისთვისაც ლეგა კალჩო უნდა მოემზადოს.

ვინ იქნება ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტი? ლაციოს 4-5 უმაღლესი კლასის ფეხბურთელი ჰყავს და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ ფორმაში დაბრუნდებიან მოედანზე ეს მოთამაშეები. იუვეს მეტი რესურსი აქვს და ალბათ, მთავარ ფავორიტად რჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები