Thumbnail

ქართველი მორაგბე ზურაბ ჟვანია მსოფლიოს მოდებულ აქციას – დარჩი სახლში – შეუერთდა და სოციალურ ქსელში ორიგინალური ვიდეო გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, სპორტსმენები თვითიზოლაციაში არიან და ვარჯიში სახლის პირობებში უწევთ.

გამონაკლისი არც ჟვანიაა, რომელსაც სახალისო წვრთნა მოუფიქრებია: აჭარულ განდაგანას ჰანტელების თანხლებით ცეკვავს.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ქართველი ბურჯი 2018 წლიდან ინგლისური უოსპსის ღირსებას იცავს, მანამდე კი, 7 წელი ფრანგულ სტად ფრანსეში აქვს გატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები