- ივლისის ტესტები, შესაძლოა, არ გაუქმდეს
- 🛑 LIVE | სპორტი და კორონავირუსი - ყველა ახალი ამბავი ერთად
სამხრეთაფრიკული გაზეთ Rapport-ის ინფორმაციით, ივლისში სამხრეთ აფრიკისა და შოტლანდიის სარაგბო ნაკრებების ორი ტესტი, დიდი ალბათობით, გადაიდება და არ გაუქმდება.
საქმე ისაა, რომ სატელევიზიო გაყიდვებით იმხელა თანხა შედის სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ხაზინაში, რომ მასზე უარს ვერ იტყვიან.
შოტლანდიასთან ტესტები მსოფლიოს თასის მფლობელებს 4 და 11 ივლისს აქვთ. აფრიკაანსულ პუბლიკაციაში წერენ, რომ 10%-ზე ნაკლებია იმის შანსი, რომ თამაშები დათქმულ ვადაში გაიმართება.
18 ივლისს პორტ-ელიზაბეტში სამხრეთ აფრიკის ნაკრები საქართველოს უმასპინძლებს. რაც შეეხება ამ მატჩს, ჯერ უცნობია გაიმართება დროულად თუ გადაიდება.
კომენტარები