Thumbnail

მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ მანჩესტერ სიტის პრესსამსახური იუწყება.

 82 წლის დოლორს სალა კარიო ბარსელონის პროვინციის ქალაქ მანრესაში გარდაიცვალა. ინგლისურმა კლუბმა თავის მწვრთნელს, მის ოჯახს, ნათესავებსა და ახლობლებს უკვე მიუსამძიმრა.

"ყველა, ვინც კლუბთან არის დაკავშირებული, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ამ მძიმე წუთებში თანაუგრძნობს პეპს, მის ოჯახსა და ყველა ახლობელს", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

ხოსეპ გვარდიოლა დედასთან ერთად

კორონავირუსის პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობით,  ესპანეთი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს, იტალიის შემდეგ. Worldometers-ის 6 აპრილის მონაცემებით, ესპანეთში ვირუსულმა ინფექციამ 13 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, სულ კი დაავადების 135 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

ბოლო ამბები