Thumbnail
  • Sky Sports პრემიერლიგის ფანებში საყვარელი სოლო-გოლის გამოკითხვას ატარებს
  • მანჩესტერ სიტის გოლებიდან სიაში მარტო ქინქლაძის გოლი მოხვდა

Sky Sports ინგლისის პრემიერლიგის ფანებს შორის ფავორიტი სოლო-გოლის გამოკითხვას ატარებს. მკითხველებმა უნდა ამოარჩიონ 11 საუკეთესო ინდივიდუალური გოლიდან ერთ-ერთი. 

ნომინანტებს შორის არის გიორგი ქინქლაძის ბრწყინვალე გოლი საუთჰემპტონის კარში, 1996 წლის მარტში მანჩესტერ სიტის ქართველმა ნახევარმცველმა პატარა ჯადოქრობა ჩაიდინა და სამხრეთელებს სუპერგოლი გაუტანა. 

Goal of the Day: Kinkladze (1996)

No-one is stopping Georgi Kinkladze 🇬🇪 #GoalOfTheDay

Posted by Premier League on შაბათი, 25 მაისი, 2019

აღსანიშნავია, რომ ამ გოლიდან უკვე 24 წელიწადი გავიდა, მაგრამ ინგლისში ის ჯერ კიდევ ახსოვთ. 11 ნომინანტი გოლიდან მხოლოდ ორია მასზე ადრე გატანილი. 

გამოკითხვაში მონაწილეობა აქ შეიძლება, უკვე 10 ათას მეტზე ფანმა მიიღო მონაწილეობა და გიორგი ქინქლაძის გოლს ხმების 5% აქვს. 32%-ით ლიდერობს ტიერი ანრის გოლი ლივერპულის კარში.  სხვათა შორის, გიო სიტის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ამ სიაში მოხვდა. 

საუკეთესო 11 სოლო-გოლი ინგლისის პრემიერლიგაში

ედენ აზარი (ჩელსი) - არსენალის კარში. 2017 წლის თებერვალი.

ჰეუნ-მინ სონი (ტოტენჰემი) - ბარნლის კარში. 2019 წლის დეკემბერი.

მეტ ლე ტისიე (საუთჰემპტონი) - ნიუკასლის კარში. 1993 წლის ოქტომბერში.

სესკ ფაბრეგასი (არსენალი) - ტოტენჰემის კარში. 2009 წლის ოქტომბერი.

გიორგი ქინქლაძე (მანჩესტერ სიტი) - საუთჰემპტონის კარში. 1996 წლის მარტი.

სოფიან ბუფალი (საუთჰემპტონი) - ვესტ ბრომვიჩის კარში. 2017 წლის ოქტომბერი.

როს ბარკლი (ევერტონი) - ნიუკასლის კარში. 2014 წლის მარტი. 

ჯორდან აიუ (კრისტალ პალასი) - ვესტ ჰემის კარში. 2019 წლის დეკემბერი.

როდ უოლესი (ლიდსი) - ტოტენჰემის კარში. 1994 წლის აპრილი.

რაველ მორისონი (ვესტ ჰემი) - ტოტენჰემის კარში. 2013 წლის ოქტომბერი. 

ტიერი ანრი (არსენალი) - ლივერპულის კარში. 2004 წლის აპრილი.

კომენტარები

ბოლო ამბები