Thumbnail

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, ევროპაში მხოლოდ ბელარუსის ჩემპიონატი ტარდება, თუმცა, შესაძლოა, ისიც გაჩერდეს.

ვიტალი კუტუზოვი

ბელარუსებს მთელს მსოფლიოში ბევრი აკრიტიკებს, მათ შორის, თავად ბელარუსი ფეხბურთელებიც - მაგალითად, მილანის ყოფილი ფეხბურთელი ვიტალი კუტუზოვი, რომელიც იტალიაში ცხოვრობს: "თავიდან თითქმის ვამაყობდი ამით, მაგრამ ბოლო დროს ვერაფრით გამიგია რატომ გრძელდება ეს - დიდი ბოდიში ყველასთან და რა გამოდის? მთელი მსოფლიო სულელებითაა დასახლებული და მხოლოდ ჩვენ, ბელარუსები ვართ ნორმალურები? ვერ დავიჯერებ ამას". 

ბელარუსის ჩემპიონატს, რომლის ჩვენების უფლება სასწრაფოდ შეიძინა რამდენიმე ქვეყანამ, დასცინა რუსმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა: "ბელარუსის ჩემპიონატი კარგი დამამშვიდებელია, ჩართავ და მშვიდად იძინებ".

ბელარუსის ჩემპიონატის მესამე ტურს 2 619 მაყურებელი დაესწრო, რაც ამ ტურნირის ანტირეკორდია (327 მაყურებელი საშუალოდ). I ტურში ეს მაჩვენებელი 10 474 მაყურებელი იყო, II-ში - 8 958. ხალხს ეშინია, რომ სტადიონებზე დაინფიცირდებიან.

როგორც ჩანს, შესაძლოა, მე-3 ტურის შემდეგ ეს ტურნირიც გაჩერდეს. TUT.BY ინსაიდერულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ფედერაციის ხელმძღვანელობა ტურნირის დროებით შეწყვეტას აპირებს. 

შეგახსენებთ ბელარუსის ჩემპიონატში სამი ქართველი ლეგიონერი თამაშობს - ნემანში გიორგი ქანთარია, ხოლო სოლიგორსკის შახტიორში გიორგი დიასამიძე და ლაშა შინდაგორიძე. მე-3 ტურში ქართველების გუნდებმა ერთმანეთში 0:0 ითამაშეს, ნემანსაც და შახტიორსაც 4-4 ქულა აქვთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები