Thumbnail

'ვვარჯიშობ, ვუყურებ, ვკითხულობ' - კიტეიშვილის 1 დღე თვითიზოლაციაში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'რთული პერიოდია, თუმცა, ვცდილობ, პოზიტიური განწყობა შევინარჩუნო'
  • სფფ-ს რუბრიკის მე-2 გმირი გრაცის შტურმის წევრი ოთარ კიტეიშვილი გახდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სოციალურ ქსელში განაგრძობს რუბრიკას #ერთიდღე.

სპეციალურ ვიდეოების საშუალებით, ქომაგს საშუალება აქვს იხილოს, რით არიან დაკავებულნი ქართველი ფეხბურთელები კორონავირუსით გამოწვეული თვითიზოლაციის დროს.

შეგახსენებთ, რომ პირველი ეპიზოდის გმირი საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია იყო, ამჯერად კი, გრაცის შტურმის ლეგიონერის ოთარ კიტეიშვილის ერთი დღე ვიხილეთ.

“უკვე მე-19 დღეა, რაც თვითიზოლაციაში ვიმყოფები. რა თქმა უნდა, რთულია, თუმცა, ვცდილობ, პოზიტიური განწყობა შევინარჩუნო.

დღის განმავლობაში 1-1.5 საათი ვვარჯიშობ, რათა იმ პერიოდს, როდესაც ჩემპიონატი განახლდება, სასურველ ფორმაში შევხვდე.

სპორტის ბევრი სახეობა მიყვარს, ფეხბურთის შემდეგ კი, ყველაზე ხშირად კალათბურთს ვუყურებ.

იმედი მაქვს, წლეულს ლებრონ ჯეიმსი ლეიკერსთან ერთად იმარჯვებს და NBA-ში მე-4 საჩემპიონო ბეჭედს მოიპოვებს.

სახლში ყოფნისას დიდ დროს ეზოში ვატარებ. კარგი ამინდისას ხშირად გამოვდივარ და წიგნებს ვკითხულობ.

ამჯერად, არჩევანი ჯეკ ლონდონის “მარტინ იდენზე” შევაჩერე. გირჩევთ, თქვენც წაიკითხოთ, დიდ სიამოვნებას მიიღებთ.

ზოგადად კი, გაითვალისწინეთ სპეციალისტების რჩევები, გქონდეთ იმედი და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება”, - ამბობს კიტეიშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები