Thumbnail

ნეიმარისა და კილიან მბაპეს ტრანსფერები - პსჟ-მა ასე გადაწყვიტა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნეიმარის დაბრუნებით ბარსელონაა დაინტერესებული, კილიან მბაპე კი რეალს სურს
  • პარიზელებისთვის ვარსკვლავების ამ ზაფხულს გაშვება ფინანსურად წამგებიანი იქნება 

პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელობა არ აპირებს თავდამსხმელებთან, ნეიმარსა და კილიან მბაპესთან უახლოეს სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში განშორებას. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება, რომლის ცნობით, გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ კორონავირუსის პანდემიით მსოფლიო ფეხბურთში გამოწვეული ვითარების ფონზე მიიღო.

ორივე ვარსკვლავს პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. პსჟ-ის ბოსები კი აცხადებენ, რომ ნეიმარიც და მბაპეც კლუბში, სულ ცოტა, ერთ სეზონს კიდევ გაატარებენ.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნეიმარის დაბრუნებით ბარსელონაა დაინტერესებული, რომლის ღირსებას ბრაზილიელი პარიზში გადაბარგებამდე, 2013-17 წლებში იცავდა. 

ბრაზილიელი კატალონიაში დაბრუნების სურვილს არ მალავს

რაც შეეხება კილიანს, ფრანგის ტრანსფერით მადრიდის რეალი და მისი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი არიან დაინტერესებულნი. 21 წლის მბაპე პარიზული კლუბის ღირსებას 2017 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა გუნდის მაისურით ყველა ტურნირის 33 მატჩში ითამაშა, გაიტანა 30 გოლი და მიითვალა 17 საგოლე პასი. 

ვარაუდობენ, რომ სწორედ პანდემიის გამო, ამ ზაფხულს ფეხბურთელების ფასები მნიშვნელოვნად დაიკლებს. ასეთ ვითარებაში კი პარიზელებს ურჩევნიათ, შეინარჩუნონ თავიანთი ორი ყველაზე ძვირფასი მოთამაშე. 

კომენტარები

ბოლო ამბები