Thumbnail

‘ქეცბაიას ის გოლი’ – მატჩი, რომელიც ნიუკასლის ფანებს არასდროს დაავიწყდებათ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • დინამო ზაგრები 2:3 (დ.დ.) ნიუკასლი (27 აგვისტო, 1997)
  • ქართველი ფეხბურთელის გოლმა გუნდი ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა

ბრიტანულმა ვებ-გვერდმა Themag ნიუკასლის ის მატჩები გაიხსენა, რომლებიც "ჯორდებს" არ მოუგიათ, თუმცა, ისინი გუნდის ქომაგებს არასდროს დაავიწყდებათ.

აღნიშნულ შეხვედრებში მოხვდა დინამო ზაგრებისა და ნიუკასლის მატჩი, რომლის გმირიც ქართველი ფეხბურთელი თემურ ქეცბაია გახდა.

აი, როგორ იხსენებს ძველ ამბავს აღნიშნული საიტი:

დინამო ზაგრები 2:3 (დ.დ.) ნიუკასლი (27 აგვისტო, 1997)

ნიუკასლმა 1996-97 წლების პრემიერლიგის სეზონი მე-2 ადგილზე დაასრულა და პირველი ინგლისური გუნდი გახდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ისე გავიდა, რომ ქვეყნის ჩემპიონი არ გამხდარა.

ტურნირის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიუკასლი ზაგრების დინამოს გადაეყარა, გამარჯვება კი, უკვე ჯგუფურ ეტაპზე თამაშს ნიშნავდა.

ინგლისში ჯონ ბერესფორდმა 2-ჯერ გაიტანა და "ჯორდებმა" 2:1 მოიგეს.

ხორვატიაში კოლუმბიელმა ფაუსტინო ასპრილიამ პენალტი შეაგდო და გუნდი საერთო ჯამში 3:1 დააწინაურა.

მე-2 ტაიმში დარიო შიმიჩმა და იგორ ცვიტანოვიჩმა (მან 92-ე წუთზე გაიტანა) დინამო დააწინაურეს და თამაში დამატებით დროში გადავიდა.

საქმე თითქოს პენალტების სერიამდე უნდა მისულიყო, თუმცა, 120-ე წუთზე თემურ ქეცბაიამ გაიტანა ის გოლი, რომელიც ნიუკასლელებს არასდროს დაავიწყდებათ.

ქართველის შედეგიანმა დარტყმამ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.

📺 ქეცბაიას გოლი დინამო ზაგრებთან

კომენტარები

ბოლო ამბები