Thumbnail
  • 'მიმდინარე სეზონში გიორგიმ მოლოდინი ვერ გაამართლა'
  • Writingillini-მ ქართველი კალათბურთელის თამაში შეაფასა

Writingillini-მ, რომელიც ილინოისის ფანების ვებგვერდია, NCAA-ს შეწყვეტილი სეზონის შეჯამება დაიწყო და გიორგი ბეჟანიშვილზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს კოლეჯების ლიგაში თამაშები კორონავირუსის პანდემიის გამო არ ტარდება, თუმცა, ქართველმა კალათბურთელმა საკმარისი მატჩების გამართვა მოასწრო, რათა გარკვეული დასკვნები ყოფილიყო გამოტანილი.

მოგეხსენებათ, შარშანდელისგან განსხვავებით, ბეჟანიშვილს არცთუ წარმატებული პერიოდი ჰქონდა, ამდენად, შეფასებისას უფრო მეტად კრიტიკა სჭარბობდა.

მოლოდინი

გიორგიმ ძალიან შთამბეჭდავად დაიწყო და პირველივე სეზონში საშუალოდ 12.5 ქულას, 5.2 მოხსნასა და 0.8 დაფარებას აგროვებდა. ის მატჩში საშუალოდ 6.3-ჯერ ესროდა და სიზუსტის 54%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა. მთელ რიგ მატჩები ბეჟანიშვილი ილინოისელთა საუკეთესო კალათბურთელად გვევლინებოდა და გუნდის ქომაგების ერთ-ერთ საყვარელ მოთამაშედაც იქცა.

2019-20 წლების სეზონისთვის, ჩვენი ვარაუდით, გიორგის საშუალო მაჩვენებლები 10.4 ქულა, 4.6 მოხსნა და 0.5 დაფარება უნდა ყოფილიყო. ვფიქრობდით, რომ მისი შეტევის სიზუსტეც მოიმატებდა, დაახლოებით, 57%-მდე. გასულ სეზონთან შედარებით, მოკრძალებულ სტატისტიკას 1 მიზეზით ვპროგნოზირებდით: გუნდში გამოჩნდა კოფი კოკბერნი, რომელმაც ქართველს ფარქვეშ სამოქმედო არეალი შეუზღუდა.

მიმდინარე სეზონში გიორგი ბეჟანიშვილი კოფი კოკბერნმა დაჩრდილა

რეალობა

მიმდინარე სეზონის მატჩებში ბეჟანიშვილის საშუალო მონაგარი 6.8 ქულა, 4.8 მოხსნა და 0.4 დაფარებაა, ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლოდინი ვერ გაამართლა. ის მატჩის განმავლობაში საშუალოდ ისევ 6.3-ჯერ უტევდა, თუმცა, მხოლოდ 42%-იანი სიზუსტით.

ეს, ჩვენს მიერ ხსენებული კოკბერნის ფაქტორითაც იყო განპირობებული, რომელმაც ეფექტური თამაშით გაცილებით მეტი ყურადღება მიიპყრო.

შედეგად, ბეჟანიშვილი შეტევაში უფრო არადამაჯერებელი გახდა და ხშირად, დაცვაშიც იკარგებოდა. გასაკვირი არ ყოფილა, რომ მან ნელ-ნელა დაკარგა ადგილი სასტარტო ხუთეულში და ის ანდრეს ფელიზს გადაულოცა.

მომავალი

გიორგისთვის 2020-21 წლების სეზონი NCAA-ში მე-3 და შესაბამისად, გადამწყვეტი იქნება. იმედს გამოვთქვამთ, რომ ის კვლავაც მოახერხებს მობილიზებას და ილინოისისთვის პოზიტიურ როლს შეასრულებს.

რაც შეეხება ბეჟანიშვილის პროფესიულ კარიერას, ის ძნელი წარმოსადგენია NBA-ში, სამაგიეროდ, მას კარგი შანსი ექნება თავი საერთაშორისო არენაზე წარმოაჩინოს.

კომენტარები

ბოლო ამბები