Thumbnail

რონალდომ ჩელენჯი წამოიწყო - მაგრამ მისი რეკორდი მალევე დაამხეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, უსაქმოდაა, თავის ინსტაგრამზე ახალი ჩელენჯი წამოიწყო. 

პორტუგალიელმა საზოგადოებას მუცლის პრესის ვარჯიშის სწრაფად შესრულება შესთავაზა. ჩელენჯის წესების თანახმად, მონაწილემ ზურგზე დაწოლილ მდგომაროებაში, მაღლა შემართული ფეხების ტერფებს ხელები, მაქსიმალურად სწრაფ-სწრაფად უნდა შეეხოს. თავად კრიშტიანომ 45 წამის განმავლობაში ეს 142-ჯერ შეძლო.

"გსურთ დაამხოთ ჩემი რეკორდი? გვაჩვენეთ, რა შეგიძლიათ", - სთავაზობს რონალდო სხვებს.

რონალდოს ჩელენჯი ბევრმა აიტაცა, ბენფიკასა და პორტუგალიის ნაკრების მცველმა რუბენ დიაშმა კი თანამემამულის რეკორდი გააუმჯობესა. 22 წლის ფეხბურთელის მაჩვენებელი 45 წამში 150 აზიდვა იყო.

რუბენ დიაში ლისაბონის ბენფიკას აღზრდილია და ამ კლუბის ღირსებას 2017 წლიდან იცავს. ფეხბურთელს პორტუგალიის ნაკრებში 2018 წლიდან იწვევენ.

კომენტარები

ბოლო ამბები