Thumbnail

ენტონი ჯოშუამ მარტივად ახსნა, თუ რატომ მოუგებდა მაიკ ტაისონი მუჰამედ ალის

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჯოშუას აზრით ტაისონი ალის დაამარცხებდა
  • "თუ წონას მოიმატებდა, მაშინ იმ სისწრაფეს და მოქნილობას დაკარგავდა..."

JD Sports-ის ინსტაგრამ ტრანსლაციის დროს, ბრიტანელ ენტონი ჯოშუას მუჰამედ ალისა და მაიკ ტაისონის შესაძლო ჩხუბის შესახებ ჰკითხეს.

30 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა უპირატესობა ტაისონს მიანიჭა, ამის მიზეზად კი ჯოშუამ ტაისონის ეპოქის 'სამეცნიერო' მხარის უპირატესობა დაასახელა.

"ეს კრივისთვის საინტერესო პერიოდია, მუჰამედ ალის დროს მძიმეწონოსნები, რეგისტრირებული იყვნენ, როგორც უმცროსი-მძიმეწონოსნები." - ამბობს ჯოშუა.

"ტაისონის, ჰოლმსის, ფორმანის და ლენოქსის ეპოქაში მოკრივეები ფიზიკურად გაიზარდნენ. ალიმ როგორც მსუბუქ-მძიმეწონოსანმა (წონა - მძიმეწონასა და უმცროს-მძიმეწონას შორის) ისე დაიწყო და იგი დღევანდელი მძიმეწონოსანი ვერასოდეს გახდებოდა." - დაამატა ბრიტანელმა.

"თუ წონას მოიმატებდა, მაშინ იმ სისწრაფეს და მოქნილობას დაკარგავდა, რაც ჰქონდა და შესაბამისად მგონია, რომ ტაისონი მოუგებდა. ტაისონის სტილთანაც არ იყო კარგად, მაგალითისთვის შეგიძლიათ მისი ჯო ფრეიზერთან ჩხუბი ნახოთ, სადაც ფრეიზერი ტაისონივით მოქმედებს."

"მე უბრალოდ მჯერა, რომ ტაისონი უფრო კარგად ნასწავლი მოკრივე იყო, ეს ლოგიკურიცაა, სხვა დრო იყო, სხვა ერა, მეტი ინფორმაცია... სპორტული მეცნიერება და მედიცინაც ტაისონის დროს უფრო წინ იყო წასული. ამიტომ მგონია, რომ მაიკი მოუგებდა - ეს უბრალოდ ჩემი აზრია."

კომენტარები

ბოლო ამბები