Thumbnail
  • ინგლისელი თვლის, რომ ტოტენჰემს ტიტულებისთვის ბრძოლა არ შეუძლია
  • ტურინული გრანდი ინგლისელი ფორვარდის ტრანსფერზე მუშაობს

ტურინის იუვენტუსი ინტერესს იჩენს ლონდონის ტოტენჰემის ლიდერ ჰარი კეინის მიმართ, რომლის ტრანსფერზეც საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს. ამ ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს.

იტალიური ვებ-გვერდის ცნობით, ინგლისური კლუბი წამყვან ფეხბურთელს 120-130 მილიონ ევროდ აფასებს და წასვლის წინააღმდეგი არც თავად კეინია.

ჰარი თვლის, რომ ტოტენჰემს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა არ შეუძლია, მას კი ტიტულების მოპოვება სურს.

ერთადერთი პრობლემა, რამაც შეიძლება ტრანსფერს ხელი შეუშალოს, კეინის ხელფასია. ინგლისელი თავდამსხმელი ტოტენჰემში წლიურად 12 მილიონ ევროს იღებს, რაც ტურინელთათვის მიუღებელია.

ცნობისთვის, 26 წლის კეინი ლონდონელთა აღზრდილია, მიმდინარე სეზონში კი, პრემიერლიგაში 20 მატჩი ჩაატარა და 11 გოლს 2 საგოლე პასი წაამატა.

კომენტარები

ბოლო ამბები