Thumbnail
  • ქართველი ფეხბურთელი პოპულარულ ჩელენჯში ჩაება
  • Haircut At Home-ის ერთ-ერთი წამომწყები ედენ აზარი იყო

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კვიპროსული ანორთოსისის ფეხბურთელი ჯანო ანანიძე ახალ ჩელენჯში (Haircut At Home) ჩაება, თმა თითქმის ბოლომდე გადაიპარსა და გამოწვევა რამდენიმე ფეხბურთელს გაუგზავნა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ამბავი სპორტსმენებს შორის პოპულარული კორონავირუსით გამოწვეული თვითიზოლაციის დროს გახდა.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩელენჯში ჩაერთო, მადრიდის რეალის ვარსკვლავი ედენ აზარი იყო, ახლა კი, ქართველი ნახევარმცველის ჯერიც დადგა.

ჯანომ ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა და მოწოდებით – “აბა, გელოდებით”, გამოწვევა რამდენიმე ადამიანს გაუგზავნა. ესენი არიან შოთა არველაძე, ნიკა ძალამიძე, როინ კვასხვაძე, მამუკა კობახიძე და გიორგი ჯიქია.

შეგახსენებთ, რომ ჯანოს თითქმის მთელი კარიერა მოსკოვის სპარტაკში აქვს გატარებული, სადაც 2009 წლიდან თამაშობდა, კვიპროსულ გუნდში კი მიმდინარე წლის იანვარში გადაბარგდა.

27 წლის ანანიძე 11 მარტს ანორთოსისის ვარჯიშზე დაშავდა და იყო ვარაუდი, რომ მუხლის გვერდითი მყესი ჰქონდა გაწყვეტილი, თუმცა, ქართველი ფეხბურთელი მძიმე ტრავმას გადაურჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები