Thumbnail

ამ დღეს, 11 წლის წინ - გამოჩნდა ფეხბურთელი, რომელიც დღემდე ერთი გოლით ახსოვთ!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 2009 წლის 5 აპრილს, მაკედამ ასტონ ვილას გაუტანა
  • ახალგაზრდა იტალიელი დღემდე ამ გოლით ახსოვთ...

ფედერიკო მაკედამ მანჩესტერ იუნაიტედთან პროფესიულ კონტრაქტს ხელი 2008 წლის აგვისტოში მოაწერა. სარეზერვო გუნდში კარგი თამაშის გამო, ალექს ფერგიუსონმა უკვე 2009 წლის მარტისთვის იტალიელი პირველ გუნდში დააწინაურა.

მალევე ტანმაღალი იტალიელის დებიუტი შედგა. კლუბი ლივერპულთან საჩემპიონო ბრძოლაში იყო ჩართული, ამ დროს კი ფერგიუსონის გუნდი შინ ასტონ ვილასთან მარცხდებოდა (1:2)... რონალდომ მე-80 წუთზე გაათანაბრა, შეცვლაზე შემოსულმა მაკედამ კი ბოლო წუთზე იუნაიტედს მოაგებინა - 3:2.

2008-2014 წლებში მაკედამ იუნაიტედის მაისურით სულ 36 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლის გატანა შეძლო. სხვადასხვა დროს თამაშობდა სამპდორიაში, შტუტგარტში, ბირმინგემ სიტიში და ა.შ. ბოლო 2 წელია ბერძნული პანათინაიკოსის ღირსებას იცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები