Thumbnail
  • ჟოზეს პასუხი დე ბურის კომენტარზე

ლივერპულთან თამაშის მერე, ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ამჟამად BT სპორტის მიმომხილველმა - ფრანკ დე ბურმა ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა.

ლვერპულთან მატჩის შემდეგ, დე ბურმა დუბლის ავტორზე - მარკუს რაშფორდზე ისაუბრა "სამწუხაროა, რომ რაშფორდის მწვრთნელი მოურინიოა. მას მხოლოდ მოგება აინტერესებს, რაშფორდი კი ახალგაზრდაა და ერთი-ორი თამაში თუ არ წაუვიდა, მალევე სკამზე სვავს და არ ათამაშებს. ასე არ შეიძლება, რაშფორდს მეტი დრო სჭირდება, ძალიან დიდი ტალანტია." განაცხადა დე ბურმა.

მოურინიო პრესკონფერენციაზე

მოურინიომ კი სევილიასთან შეხვედრის წინ პრესკონფერენციაზე დე ბურის კომენტარს უპასუხა "რაღაც კომენტარს მოვკარი თვალი" ამბობს ჟოზე "პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელი მაკრიტიკებდა" ფრანკ დე ბური ზაფხულში კრისტალ პალასში დანიშნეს, თუმცა სექტემბერში, წაგებული 5 მატჩის შემდეგ პოსტიდან მოხსნენს.

ფრანკ დე ბური, პრემიერლიგის ისტორიაში ერთადერთი პერმანენტული კონტრაქტის მქონე მწვრთნელია, რომელიც კლუბიდან ისე გაუშვეს, რომ მის გუნდს გოლიც კი არ გაუტანია (5 მატჩი, 5 წაგება, 0 გატანილი გოლი)

"მან განაცხადა, რომ მე რაშფორდისთვის ცუდი მწვრთნელი ვარ, რადგან მოგება მინდა. წარმომიდგენია მარკუსი ფრანკ დე ბურის ხელში, ალბათ ვერასოდეს მოიგებდა მატჩს. არადა თუ გადახედავთ, ჩემი მანჩესტერში მოსვლის შემდეგ რაშფორდი ტოპ 5 მოთამაშეში შედის, ვისაც ყველაზე მეტ სათამაშო დროს ვაძლევ, ამიტომ ამ უაზრო კრიტიკას ვერ მივიღებ." განაცხადა პორტუგალიელმა.

კომენტარები

ბოლო ამბები