Thumbnail

‘თუ სეზონი ვერ დასრულდა, გავკოტრდებით’ – პრემიერლიგის კლუბი გასაჭირშია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ინგლისური პრემიერლიგის ბინადარი ბარნლი ფინანსური კრიზისის მოლოდინშია. კლუბის მფლობელის მაიკ გარლიკის თქმით, კორონავირუსის გამო, ბარნლი შესაძლოა, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

“აბსოლუტურად უპრეცედენტო სიტუაციაა, რომელშიც ჩვენ და პრემიერლიგის სხვა კლუბები ისტორიაში პირველად აღმოვჩნდით და რამდენიმე თვის წინ, ამას ვერც კი წარმოვიდგენდით.

ვფიქრობ, საუბარი არა მხოლოდ ბარნლიზეა, არამედ, მთელს საფეხბურთო სისტემაზე.

თუკი ჩვენ სეზონის დასრულებას ვერ მოვახერხებთ და შემდეგი სეზონის თაობაზეც გაურკვევლობა იქნება, აგვისტოში უბრალოდ ფული გაგვითავდება, ეს, ფაქტია.

არ ვიცი, სხვა კლუბებში რა ხდება, თუმცა, დიდი იმედი გვაქვს, რომ თუკი შედარებით უსაფრთხო დრო დადგება, ფეხბურთის თამაშს განვაგრძობთ”.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამოცხადებამდე, პრემიერლიგაში 29 ტურის ჩატარება მოესწრო და ამ დროისთვის, ბარნლი 39 ქულით საკმაოდ მაღალ მე-10 ადგილზე იმყოფება.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 41 903-ს აღწევს, 4 313 კი გარდაიცვალა. მსოფლიოს მასშტაბით, უკვე 1 205 801 ადამიანი ინფიცირებული, ხოლო 64 973 გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები